იუვენტუსი ვალენსიას ნახევარმცველით ინტერესდება

ბიანკონერი ვალენსიას ნახევარმცველის,ფერან ტორესის გაფორმებას შეეცდება და მას წინააღმდეგობას მანჩესტერ იუნაიტედი გაუწევს.

ტორესი ვალენსიას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია,თუმცა მისი კონტრაქტი 1 წლის შემდეგ მთავრდება და სპეკულაციები მის მომავალზე უკვე დაწყებულია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ 20 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა,თუმცა ერთ-ერთი ესპანური გამოცემის თქმით,იუვენტუსი ფეხბურთელთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ტურინელებმა არტური უკვე გაიფორმეს,თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და იმ შემთხვევაში,თუ გუნდს რაბიო ან რემსი დატოვებს,იტალიელები ტორესის შეძენას შეეცდებიან.

ტორესმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.