იუვენტუსი ვილიარეალის მცველის ტრანსფერზე გააქტიურდა
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ვილიარეალს პაუ ტორესის თაობაზე უკვე მიმართა და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
ბიანკონერი მატაის დე ლიხტის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია, რომელიც დიდი ალბათობით ბიანკონერის რიგებს დატოვებს და 25 წლის ცენტრალური მცველი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.
წყაროს ცნობით, ვილიარეალი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ესპანელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 40-45 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც დე ლიხტის გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსს არ უნდა გაუჭირდეს.