Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

როგორც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, ფიორენტინასა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა, რაც იების პრეზიდენტმა როკო კომისომ უკვე დაადასტურა და იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დროს არ კარგავს და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, ტურინელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე ზაფხულში სწორედ დუშანი იქნება და ტურინელებს 21 წლის ფორვარდის გაფორმება კიეზას სტილის ტრანსფერით სურთ: 2-წლიანი იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

წყაროს ინფორამციით, თუ იუვენტუსმა ვლაჰოვიჩთან ყველაფერი შეათანხმა, ტურინელები ალვარო მორატას აღარ გამოისყიდიან. ბიანკონერიმ მორატას 2-წლიან იჯარაში 20 მილიონი უკვე გადაიხადა და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ…