Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

სპორტული გამოცემა 7GoldSport-ის ჟურნალისტის მარჩელო ჩირიკოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის 21 წლის ფორვარდის გაფორმება კიეზას სტილის ფორმულით სურს, 2-წლიანი იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

იები დუშანს 70-75 მილიონ ევროდ აფასებენ და ბიანკონერი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ფედერიკო ბერნარდესკის და მანდრაგორას ჩართვით შეეცდება.