Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე აქტიურდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ჩელსისთან მარცხის გამო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გუნდს ზამთარში გაძლიერება სჭირდება და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩი იქნება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო უკვე გაამზადეს, თუმცა სავარაუდოდ ფიორენტინა ამ თანხის სანაცვლოდ ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ დათანხმდება.

წყაროს ცნობით, 21 ფლორენციელები 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვენ, რასაც ინგლისური გრანდები სიამოვნებით გადაიხდიან.