Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ვლაჰოვიჩს უმიზნებს

როგორც რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, იუვენტუსი მირალემ პიანიჩის გუნდში დაბრუნებას აღარ აპირებს და ნიკოლა ბალიჩეს ინფორმაციით, ბიანკონერი მირალემის აგენტს ფალი რამადანის კი შეხვდა, მაგრამ არა ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერის განსახილველად.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი რამადანის კიდევ ერთი კლიენტის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც მიმდინარე სეზონს ფიორენტინას რიგებში გაატარებს, მომდევნო ზაფხულს კი ფლორენციელების რიგებს დატოვებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსში ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ ტურინელები აქცენტს ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებზე გააკეთებს და პიანიჩის დაბრუნება მათ გეგმებში აღარ შედის…