Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ზაკარიას გაყიდვას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დენის ზაკარიას გაყიდვას არ გამორიცხავს.

Tuttosport-ის ცნობით, ბიანკონერის ხელმძღვანელობას გუნდში ლეანდრო პარედესის ხილვა სურს, ადრიენ რაბიოს მანჩესტერში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ კი მათ რომელიმე ნახევარმცველის გაშვება მოუწევთ და როგორც ჩანს, წასვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ზაკარია გახლავთ.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს, რომელიც იუვენტუსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, გერმანიაში მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით ბიანკონერის ოფიციალური წინადადება არ მიუღია.