Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ზიდანის და გატუზოს კანდიდატუარს განიხილავს

Tuttosport-ის ინფორამციით, სეზონის ბოლოს იუვენტუსი შესაძლოა ზინედინ ზიდანმა ან ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს.

ანდრეა პირლო დიდი ალბათობით იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს და ბიანკონერი მის შემცვლელს უკვე დიდი ხანია ეძებს.

ზიდანის გუნდში ხილვა ანიელის ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული სურს და მადრიდის რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ლეგენდარული ფრანგის გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის, თუმცა პრობლემა მისი ხელფასია, ზიზუ ბლანკოსში სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს.

გატუზო უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია და იმის გათვალისწინებით, რომ მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც იუვენტუსს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რინოს ტურინში ხილვა გამორიცხული სულაც არ არის.

იუვენტუსის რადარზე რჩება მაქს ალეგრიც, თუმცა მისი გუნდში მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ იუვენტუსს ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი დატოვებენ.