Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ზიდანის მიყვანას განიხილავს

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, იუვენტუსი ჯერჯერობით ანდრეა პირლოს გუნდიდან გაშვებას არ განიხილავს, თუმცა სეზონის ბოლომდე ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ტურინელების პირველი არჩევანი პირლოს ადგილზე ზინედინ ზიდანი იქნება.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ი იმასაც ამტკიცებს, რომ ზიდანმა იუვენტუსს მისი მისვლის სანაცვლოდ რეალიდან კარიმ ბენზემას გაფორმება მოსთხოვა, თუმცა იუვენტუსს გუნდის გაახალგაზრდავება სურს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა ლეგენდარულ ფრანგს მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.

გათიშვა