Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი იანვარში ორი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ფედერიკო ბერნარდესკის გაყიდვას აპირებს და იმედი აქვს, რომ სამი ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას მოახერხებს.

ბერნარდესკიმ მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 100 წუთი გაატარა და ნათელია, რომ ის პირლოს გეგმებში არ შედის, ამიტომ გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი უნდა იყოს. იტალიელ გარემარბს ბოლო პერიოდში მილანს უკავშირებენ.

ხედირას რაც შეეხება, იუვე მისი კონტრაქტის გაწყვეტას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია და იუვე მზად არის ვეტერანი ფეხბურთელი იანვარში უფასოდ გაასხვისოს.