Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი იკარდის ტრანსფერზე მუშაობს

გუშინ ღამე ტურინში მოიზე კინი ჩაფრინდა და ის დღეს იუვენტუსის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, მაგრამ ბიანკონერი კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს.

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორამციით, ბიანკონერი მაურო იკარდის აგენტთან ვანდა ნარასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მაურო იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ტურინელებს პსჟ-ს დარწმუნება მოუწევთ, რომ მათ არგენტინელი იჯარის წესით გამოუშვან, შემდეგში გამოსყიდვის პერსპექტივით.

TuttoJuve-ს ცნობით, თუ კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩება, პარიზელები იკარდის გასხვისებაზე უარს არ იტყვიან, მაგრამ ჯერჯერობით გუნდებს შორის შეთანხმება არ არსებობს.