Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი იკარდის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს

გასული დღეების განმავლობაში იტალიაში მაურო იკარდის სახელი კვლავ აქტუალური გახდა და არგენტინელი ფორვარდის სახელი მილანს და იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს ტურინელები მის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებენ.

მაუტო იკარდი პსჟ-ს გეგმებში აღარ შედის და დიდი ალბათობით ის პარიზულ გუნდს იანვარში დატოვებს, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, იუვე ზაფხულამდე უფრო ბიუჯეტურ კანდიდატურას ეძებს, ზაფხულში კი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას გეგმავს.