Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი, ინტერი და მილანი პორტუგალიელი ტალანტით ინტერესდება

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს მტკიცებით, იუვენტუსს, მილანს და ინტერს სპორტინგის მარცხენა მცველის, ნუნო მენდეშის გაფორმება სურთ.

18 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ უკანახაზელად ითვლება და არც ერთ გუნდს მისი გაფორმება იაფი არ დაუჯდება. სპორტინგმა პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრს კონტრაქტი ახლახანს გაუფორმა და მის გამოსასყიდ თანხად 45 მილიონია მითითებული.

მენდეშმა, რომელსაც სპორტინგთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.