Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი იოზილის გაფორმებას არ აპირებს

გუშინ მოგახსენეთ, რომ არსენალმა იუვენტუსს მესუთ იოზილის უფასოდ გაფორმება შესთავაზა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ტურინელები ამ ტრანსფერით დაინტერესებულები არ არიან.

იოზილს მეთოფეების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მარტის შემდეგ არ უთამაშია და ინგლისელებს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა და მისთვის გადასახდელი ხელფასის შენარჩუნება სურთ.

Tuttosport-ის ინფომრაციით, იუვენტუსი შემტევი ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს, თუმცა გუნდი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს და 32 წლის ფეხბურთელის გაფორმება, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ უთამაშია, მათ გეგმებში არ შედის.