Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ისკოს გაფორმებას არ აპირებს

ბოლო წლებში მადრიდსი რეალის ისკო იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს და განსაკუთრებით ეს ხმები ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც ზიდანმა ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანა.

გასულ ზაფხულს იუვენტუსი და სხვა რამდენიმე გუნდი მის გაფორმებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მაშინ გუნდის გამოცვლა არ მოისურვა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სხვადასხვა წყაროს მტკიცების მიუხედავად, რომ იუვე ფეხბურთელის გაფორმებას ზაფხულში კვლავ ეცდება, ტურინელებს 28 წლის ესპანელის გაფორმების არანაირი სურვილი არ აქვთ, რადგან ისკო ანდრეა პირლოს სქემაში არ ჯდება და მის სანაცვლოდ დიდი ინესტიციის განხორციელება გუნდს არ სურს.