Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი იჰატარენს უტრეხტში გაუშვებს

რამდენიმე გავლენიანი იტალიური წყაროს ცნობით, იუვენტუსი 19 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს მოჰამედ იჰატარენს იჯარის წესით უტრეხტის რიგებში გაუშვებს.

იუვენტუსმა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გასული წლის ზაფხულში პსვ-დან 1.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ის სამპდორიაში გაანათხოვრა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, მან გენუელთა რიგები დატოვა და სამშობლოში თვითნებურად დაბრუნდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მისი არენდა სამპდორიაში ნაადრევად გაწყდება და ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს უტრეხტში გაატარებს.