Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კავანის გაფორმებას განიხილავს

იუვენტუსი ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას გეგმავს, თუმცა ალვარო მორატას არასტაბილური თამაშის გამო ბიანკონერის შეტევის გაძლიერება ზამთარშიც სურს და ტურინელები იანვარში იაფიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის რადარზე მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ედინსონ კავანი გამოჩნდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და ის სავარაუდოდ გუნდს ზამთარში დატოვებს.

წყაროს ცნობით, კავანის გაფორმება ზამთარში ბარსელონასაც სურს და არჩევანის გაკეთება თავად ურუგვაელ ფორვარდს მოუწევს.