Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კაიო ჟორჟეს განათხოვრებას აღარ აპირებს

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი ზამთარში გუნდის ახალწვეულს კაიო ჟორჟეს გაიჯარებას აღარ აპირებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ტურინული კარიერა არც თუ ისე კარგად დაიწყო, რადგან მან სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო და გუნდს ახლახანს დაუბრუნდა, ამიტომ იწერებოდა, რომ ფორმის დასაბრუნებლად იუვენტუსი ზამთარში სეზონის ბოლომდე მას რომელიმე გუნდში გაანათხოვრებდა.

თუმცა, Calciomercato-ს ცნობით, მაქს ალეგრი ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მისი გადაწყვეტილებით, კაიო გუნდს ზამთარში აღარ დატოვებს.