Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე გააქტიურდა

მილანი უკვე რამდენიმე დღეა სანტოსიდან კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, თუმცა როსონერი 19 წლის ბრაზილიელ ფორვარდში 6 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს და გართულებული მოლაპარაკებებით იუვენტუსი აპირებს სარგებლობას.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბიანკონერიმ სანტოსის ფორვარდის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ოფიციალურ წინადადებას უმზადებს.

სანტოსს ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჟორჟეს კონტრაქტი გუნდთან 31 დეკემბერს იწურება, სავარაუდოდ მათ ამ თანხის შემცირება მოუწევთ.