Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კეილორ ნავასით ინტერესდება

ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი პსჟ-ს კარის დარაჯის კეილორ ნავასის ტრანსფერით ინტერესდება.

34 წლის კოსტა – რიკელმა მეკარემ ფრანგებთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, თუმცა ძალიან მალე პარიზული გუნდი ჯიჯო დონარუმას ტრანსფერს დაადასტურებს და კეოლორ ნავასის გაყიდვაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

წყაროს ინფორმაციით, პსჟ ნავასის სანაცვლოდ 10-12 მილიონ ევროს ითხოვს და მას იუვენტუსი დიდი ალბათობით მეორე კიპერად განიხილავს.