Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კიდევ ერთი MLS-ის ფეხბურთელით ინტერესდება

ტურინის იუვენტუსს LA Galaxy-ს ფეხბურთელის, ჯულიან არაუჯოს ტრანსფერით ინტერესდება.

19 წლის მარჯვენა მცველს ამერიკის ეროვნული ნაკრების რიგებში სადებიუტო შეხვედრა 2 კვირის წინ ჰქონდა და მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

არაუჯოს გარდა, იუვენტუსი კიდევ ერთი ამერიკელი მარჯვენა მცველის, ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც დალასის ღირსებას იცავს, თუმცა ბრაიანის შემთხვევაში ტურინელებს რომას სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.