Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კიდევ ერთ უფასო ტრანსფერს გეგმავს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში პსჟ-ს იულიან დრაქსლერის გაფორმებას გეგმავს, რომელსაც პარიზელებთან კონტრაქტი ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

იუვენტუსს დრაქსლერის გაფორმება ჯერ კიდევ 2017 წელს, ვოლფსბურგიდან სურდა, თუმცა მაშინ გერმანელმა ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა არჩია და მისი ფრანგული კარიერა არც თუ ისე წარმატებულად განვითარდა.

L’Equipe-ს ცნობით, იუვენტუსი 27 წლის გერმანელი ნახევარმცველის აგენტებს უკვე დაუკავშირდა და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონი ევრო შესთავაზა.

გათიშვა