Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კიეზასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ფედერიკო კიეზამ ფიორენტინასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა და გუნდი იძულებულია, რომ ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდოს.

კიეზას სახელი არაერთ იტალიურ თუ უცხოურ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ფედერიკოს იტალიაში დარჩენა სურს, აქედან გამომდინარე ყველაზე რეალურ ვარიანტებად იუვენტუსი და მილანი რჩებიან.

როსონერისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ნახევარმცველის და ცენტრალური მცველის დამატებაა, რაზეც მალდინიმაც ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსს ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს.

იტალიელი ჟურნალისტის, კლაუდიო რაიმონდის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე რამდნიმე დღეა აწარმოებს, თუმცა არ სურს, რომ ამის შესახებ ფართო პუბლიკამ გაიგოს და კონკურენტების თავიდან მოშორების მიზნით ცდილობს, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მოკლე დროში და ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე დახუროს.

შეგახსენებთ, რომ კომისომ კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილ 70 მილიონ ევროს საკმაოდ კოლოსალური ნაწილი დააკლო და მზად არის, 22 წლის იტალიელი დაახლოებით 50-55 მილიონ ევროდ გაყიდოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *