Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი კიეზას ტრანსფერში ფავორიტია

რამდენიმე დღის წინ ფიორენტინას პრეზიდენტმა განაცხადა,რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში გუნდს ფედერიკო კიეზა დატოვებდა.22 წლის ფეხბურთელს მსურველები არც იქამდე აკლდა და ამ სიტყვების შემდეგ,მისი მსურველების სია უფრო გაიზარდა.

ახალგაზრდა იტალიელის შეძენა მილანს,ინტერს,მანჩესტერ იუნაიტედს,პსჟ-ს და კიდევ რამდენიმე გრადს სურს,თუმცა Sport Mediaset-ის ინფორმაციით,ტრანსფერში ფავორიტი ტურინის იუვენტუსია.

ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია – იუვენტუსს შეუძლია,რომ ტრანსფერში ფიორენტინასთვის სასურველი ფეხბურთელები ჩართოს.საქმე კრისტიანო რომეროს,დანიელე რუგანის და როლანდო მანდრაგორას ეხებათ.

რომერო და მანდრაგორა იჯარის წესით სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობდნენ და იუვეს სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდნენ,თუმცა მათი ბიანკონერიში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.დანიელე რუგანი კი თავის პოზიციაზე გუნდის მე-5 არჩევანია და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც ის იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.