Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი კიეზას ტრანსფერზე გააქტიურდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფედერიკო კიეზას აგენტს, ფალი რამადანის დაუკავშირდა და მხარეებმა იტალიელი ფეხბურთელის იუვეში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იუვე კიეზას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ტურინში გადაბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს, თუმცა ბიანკონერის პირველ რიგში შეთანხმების მიღწევა ფიორენტინასთან მოუწევს.

ტურინელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში მისი 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

კომისოს კიეზას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო სურდა, თუმცა არსებული კრიზისის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, იებს ფეხბურთელის გაშვება გაცილებით იაფად მოუწევთ.