Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი კიელინის შემცვლელს ეძებს

ჯორჯო კიელინიმ ვარჯიშის დროს კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდს გამოტოვებს იუვენტუსის კაპიტანი.

ფაქტია, რომ 36 წლის კიელინი სტაბილურად თამაშს ვეღარ ახერხებს და იუვენტუსმა მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. იუვენტუსი რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, მათ შორის დავიდ ალაბას, ბოატენგის, უმტიტის და ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე, თუმცა ფინანსური კუთხიდან გამომდინარე იანვარში ტურინელები დიდი თანხის დახარჯვას ვერ მოახერხებენ და ყველაზე რეალური ვარიანტი არსენალის უკანახაზელი, 32 წლის სოკრატის პაპასტატოპულოსია.

სოკრატისი არტეტას გეგმებში არ შედის და მას მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია, ამიტომ მეთოფეები მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ. მისი კონტრაქტი ინგლისელებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ტურინელებს იანვარში გამოცდილი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 10-15 მილიონ ევროდ შეეძლებათ.