Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კინისთვის ბრძოლაში ადაბრუნდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პსჟ და ევერტონი მოიზე კინის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ამიტომ ბრძოლაში იუვენტუსი დაბრუნდა.

ბიანკონერის აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც ევერტონს იუვედან 2019 წელს, 27.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გასული სეზონი პარიზულ გუნდში იჯარით გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაცინა, ამიტომ ფრანგებს მისი შენარჩუნება სურთ.

მოიზე კინი შეტევის გასაძლიერებლად ალეგრის პრიორიტეტული კადრია, მაგრამ ევერტონი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს და ტურინელებს მისი გამოსყიდვა დაახლოებით 30 მილიონად ახლავე მოუწევთ.