Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კინის გაფორმების იმედს არ კარგავს

მოიზე კინი ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ბიანკონერის პირდაპირ ფულის გადახდა გაუჭირდება და გუნდი იტალიელი ფორვარდის ღირებულების შემცირებას ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით გეგმავს.

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი ევერტონს ადრიენ რაბიოს და აარონ რემსის შესთავაზებს, რომლებმაც იუვენტუსში მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხეს და ბიანკონერის მათი თავიდან მოშორება სურს, კარლო ანჩელოტის კი თავის მხრივ ორივე მათგანი ძალიან მოსწონს, თუმცა მთავარი პრობლემა ფეხბურთელების მაღალი ხელფასია, თითოეული მათგანი სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს…