Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი კინის ტრანსფერზე კვლავ მუშაობს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ალვარო მორატას ტრანსფერის მიუხედავად, იუვენტუსი მოიზე კინის გაფორმებას მაინც აპირებს და ევერტონთან ტრანსფერის ფორმულაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ევერტონს 20 წლის ფეხბურთელის გაშვება ერთი წარუმატებელი სეზონის შემდეგ არ სურს, თუმცა თავად იტალიელ ფორვარდს ტურინში დაბრუნება უნდა და ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ევერტონი არკადიუშ მილიკის გაფორმებას შეძლებს, არ არის გამორიცხული, რომ კინი ტურინულ გრანდში დაბრუნეს.