Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კონტეს ვარსკვლავს არ გააუქმებს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის გულშემატკივრების მოთხოვნის მიუხედავად, ანდრეა ანიელი Allianz Stadium-ზე ანტონიო კონტეს ვარსკვლავის გაუქმებას არ აპირებს.

Coppa Italia-ზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც კონტემ იუვენტუსის ფეხბურთელებს შუა თითი უჩვენა, გულშემატკივრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მოთხოვნით, რომ 50-დან ერთ-ერთ ვარსკვლავი, რომელიც კონტეს სახელს ატარებს გაუქმებულიყო, თუმცა გუნდის პრეზიდენტი გულშემატკივრების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.