Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კორეას პარმაში უშვებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტი ფელიქს კორეა კარიერას პარმას რიგებში გააგრძელებს.

20 წლის ვინგერი ჯალობლუს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით იუვენტუსს მისი დაბრუნების საშუალება ექნება.

პორტუგალიელმა ტალანტმა გასულ სეზონში იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის რიგებში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.