Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კოშტას გამოყენებას აუარის ტრანსფერში ცდილობს

უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ბაიერნი დუგლას კოშტას სეზონის ბოლოს არ გამოისყიდის და ის იჯარიდან იუვენტუსს დაუბრუნდება.

თუმცა, სხვადასხვა იტალიური წყაროს ინფორამციით, ბრაზილიელი გარემარბი ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მის გაყიდვას, ან რომელიმე ტრანსფერში ჩართვას ეცდება.

Football Italia-ს მტკიცებით, ტურინელების მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ლიონის ჰუსემ აუარი იქნება და ბიანკონერი მის სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს დუგლას კოშტას და მატია დე შილიოს შესთავაზებს, რომელიც იჯარის წესით ლიონში თამაშობს.

გათიშვა