Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კროტონეს შემტევით ინტერესდება

Tuttojuve-ს ინფორმაციით, ბიანკონერის კროტონეს შემტევის, ჯუნიორ მესიას გაფორმება სურს.

29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი კროტონეს რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლია.

გამოცემის ინფორმაციით, ფორვარდის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება და ბრაზილიელი ფეხბურთელი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილება.

სატრანსფერო ექსპერტი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტურინში შესაძლო გადასვლას ასე აფასებს:

„ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და იუვენტუსის ადგილზე, მის გაფორმებაზე დავფიქრდებოდი. რატომ ? მას შიმშილი, მონდომება, ბრძოლის და გამარჯვების სურვილი ეტყობა, იუვეს კი მეოთხე შემტევი აუცილებლად სჭირდება. ზოგჯერ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არსაიდან მოდიან, უფრო მეტ მონდომებას ამჟღავნებენ და დიდ გუნდებშისაგრძნობლად უმატებენ.

„მართალია ის ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მას სათადარიგო სკამზე დაჯდომის პრობლემა არ ექნება.“