Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი კუადრადოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ანდრეა პირლოს იუვენტუსში დანიშვნის შემდეგ, ხუან კუადრადო გუნდის ერთ-ერთ აუტსაიდერად მოიაზრებოდა, მაგრამ კოლუმბიელი მაესტროს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

ხუან კუადრადოს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ივნისში იწურება და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფეხბურთელის შენარჩუნება 2024 წლამდე სურს. გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად 32 წლის ფეხბურთელია და სავარაუდოდ მხარეები ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირეებში გააოფიციალურებენ.