Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კუადრადოს კონტრაქტს აღარ შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი კოლუმბიელი ვეტერანი ვინგერისთვის ხუან კუადრადოსთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აღარ აპირებს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლო წლებში იუვენტუსის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და საიმედო მოთამაშე გახლდათ და ბიანკოენრი მისი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა TuttoJuve-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა მისი თამაშით მიმდიანრე სეზონში იმედგაცრუებულია და კუადრადოსთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აღარ აპირებს.

მიმდინარე სეზონში კუადრადომ მოედანზე ყველა ტურნირზე 554 წუთი გაატარა და მან ჯერჯერობით თავი ვერც გოლით, ვერც საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა.