Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლაციოს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მაქს ალეგრი ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს მახასიათებლების დიდი ქომაგია და მისი იუვენტუსში ხილვა სურს, ამიტომ ბიანკონერი მზად არის რომაელებს ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

ბიანკოჩელესტის რიგებში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, არწივებს იუვენტუსის გარემარბი ფედერიკო ბერნარდესკი არაერთხელ დაუკავშირეს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ლუის ალბერტოს სანაცვლოდ ლაციოს გარკვეულ თანხასთან ერთად ფედერიკო ბერნარდესკი შესთავაზოს.

ლუის ალბერტოს გუნდიდან შესაძლო წასვლისკენ ისიც მიუთითებს, რომ ის სეზონის წინ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაზე ლაციოში არ გამოცხადდა…