Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ლეაოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

TMW-ს ინფორმაციით,იუვენტუსმა აგენტისგან რაფაელ ლეაოს შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და მის მდგომარეობას მილანში ყურადღებით აკვირდება.

ლეაო მილანს გასულ ზაფხულს ლილიდან შეუერთდა,თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა და სასტარტო შემადგენლობაში სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად ამისა,პანდემიის შემდეგ მან 12 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა და სწორედ იმ თამაშის ჩვენება დაიწყო,თუ რატომ გადაიხადა მილანმა მასში 25 მილიონი ევრო.

პორტუგალიელმა აგენტმა ლეაოს სამსახური ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე გუნდს შესთავაზა,მათ შორის იუვენტუსსაც,ახლა კი ბებერმა ქალბატონმა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი თავად გამოთქვა,თუმცა იტალიური მედიის მტკიცებით, მილანი ახალგაზრდა ფეხბურთელს კიდევ ერთ შანსს მისცემს და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მას არ გაუშვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.