იუვენტუსი – ლეჩე პრევიუ და პირდაპირი

ლინკი 1 ლინკი 2

იუვენტუსი – ლეჩეს მატჩი დღეს,23:45 საათზე დაიწყება და ბიანკონერის ლაციოსთან სხვაობის გაზრდის საშუალება ექნება.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ მაურიციო სარი კრიშტიანუ რონალდუს დაასვენებს.დუგლას კოშტა სრულ მზადყოფნაშია და რონალდუს მოვალეობებს დიდი ალბათობით სწორედ ის შეასრულებს.

დანილოს,ალექს სანდროსა და მატიას დე შილიოს გარეშე დარჩენილი სარი,მარცხენა ფლანგის მცველად დიდი ალბათობით მატუიდის დააყენებს,თავად მატუიდის ადგილს კი ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიო დაიკავებს.

ტურინელები მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს 4 ქულით უსწრებენ და შეეცდებიან,რომ ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზარდონ.ლეჩეს კი ქულები გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად სჭირდება და იმედი აქვს,რომ ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ქულას მაინც აიღებს.

მთავარი არბიტრი – მარკო პიჩინინი

შემადგენლობები :

იუვენტუსი – შესნი, კუადრადო, დე ლიხტო, ბონუჩი, მატუიდი, ბენტაკური, პიანიჩი, რაბიო, ბერნარდესკი, დიბალა, დუგლას კოშტა.

ტრავმირებულები – კიელინი, ალექს სანდრო, დე შილიო, ხედირა, დემირალი.

დისკვალიფიკაცია – დანილო

ლეჩე – გაბრიელი, დონატი, მეცარიელო, ლუსიონი, როსეტინი, კალდერონი, მანკოსუ, ტაჩტიდისი, ბარაკი, ფალკო, ბაბაკარი.

ტრავმირებული – დეიოლა, დელ’ორკო, ფარიასი, ლაპადულა, მაჯერი.

Leave a Reply

Your email address will not be published.