Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლივერპულის ვარსკვლავს უფასოდ გაიფორმებს ?

ბოლო წლებში იუვენტუსმა არაერთი გამორცეული უფასო ტრანსფერი განახორციელა და კორონა ვირუსის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე ასეთი უნარები გუნდისთვის ნამდვილად გამოსადეგია.

ერთ-ერთი თავისუფალი აგენტი, რომელიც არაერთ გუნდს სურს, ლივერპულის ჯორჯინიო ვეინალდუმია.

ნიდერლანდელი მას შემდეგ, რაც ის წითლებს შეუერთდა, გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იყო და გასაკვირია, რომ ლივერპულმა ფეხბურთელის უფასოდ წასვლა დაუშვა. მისი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ მსურველს მასთან კონტრაქტის გაფორმება უკვე იანვარში შეუძლია.

მისი გაფორმება სერია ა-ში იუვენტუსის გარდა ინტერსაც სურს, თუმცა გამოცემის ინფორმაციით იუვემ ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი, ანაზღაურების სახით კი სეზონში 6.5 მილიონი ევრო შესთავაზა.