Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლიონს წინადადებას უმზადებს

ბიანკონერი ლიონის ნახევარმცველის, უსემ აუარის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს და ფრანგებს წინადადებას უმზადებს.

22 წლის ფეხბურთელის შეძენა არსენალს და მანჩესტერ სიტისაც სურთ, თუმცა აუარის სურვილიდან გამომდინარე ფავორიტებად ტურინელები სახელდებიან.

ლიონს ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა იუვე ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვით ცდილობს და არ არის გამორიცხული, რომ ბიანკონერიმ აუარი იჯარით აიყვანოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

აუარმა გასულ სეზონში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანგმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვეს წინააღმდეგ ორივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და ტურინელები გათამაშებას გამოთიშა.

Leave a Reply

Your email address will not be published.