Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერში როველას გამოყენებას გეგმავს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ცდილობს, რომ ნეროვერდის მოთხოვნილი თანხა შეამციროს.

სასუოლოს იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება სურს, თუმცა წყაროს ცნობით, ბიანკონერი ტრანსფერში 19 წლის ნიკოლო როველას ჩართვას ცდილობს, რომელიც ბიანკონერიმ იანვარში ჯენოადან 18 მილიონად შეიძინა და ფეხბურთელი გენუელებთან იჯარის წესით დატოვა.

დი მარციოს ცნობით, იუვენტუსს ტრანსფერის დახურვა ევროპის ჩემპიონატამდე სურს, რადგან როგორც წესი სანაკრებო ბატალიების შემდეგ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება მატულობს.