Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერის დახურვას დღეს შეეცდება

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა დღეს შედგება და ბიანკონერი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდება.

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც არტურს ოპერაცია ჩაუტარდება და ის დაახლოებით 3 თვე იუქმებს, ბიანკონერი ლოკატელის ტრანსფერის დახურვას უმოკლეს დროში შეეცდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ნეროვერდის 2 ვარიანტს სთავაზობს: 30 მილიონი და ფრაბოტა-ფაჯოლი-კორეადან ერთ-ერთი, ან 2-წლიანი იჯარა შემდგომში 40 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.