Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერის დახურვას გეგმავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი მზად არის სასუოლოს მოთხოვნილი პირობები დაუკმაყოფილოს და მანუელ ლოკატელის სატრანსფერო საგა დაასრულოს.

Tuttosport-ის მტკიცებით, მხარეებს შორის უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და ბიანკონერი ნეროვერდის გაუმჯობესებული პირობებით მიმართავს, რაც მოთხოვნილთან ძალიან ახლოს იქნება.

წყაროს ცნობით, ტურინელები მზად არიან ლოკატელი 2-წლიანი იჯარით გაიფორმონ, რის სანაცვლოდაც 5 მილიონს გადაიხდიან და იჯარის ამოწურვის შემდეგ მათ იტალიელი ნახევარმცველის გამოსყიდვის ვალდებულება 30 მილიონად დაეკისრებათ, საერთო ჯამში კი სასუოლო მოთხოვნილ 35 მილიონს მიიღებს.