Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ლორენტეს დაბრუნებას შეეცდება

ტურინის იუვენტუსი იანვარში სათადარიგო შემადგენლობის გაძლიერებას ეცდება და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი ფერნანდო ლორენტეს დაბრუნებას განიხილავს.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ტურინელებს ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, რის გამოც პირლოს ხშირად ტაქტიკის შეცვლაც კი უწევს და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პოზიცია სწორედ ცენტრალური თავდასხმაა.

ლორენტეს ნაპოლიში თამაშის საშუალება თითქმის არ ეძლევა და სავარაუდოდ ტურინში გადასვლას დათანხმდება, თუმცა ნაპოლისა და იუვეს შორის ცუდი ურთიერთობის ფონზე, რამდენად მოისურვებს პარტენოპეი იუვენტუსის გაძლიერებას, რთული სათქმელია.