Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი, მადრიდის რეალი და მანჩესტერი სპორტინგის ტალანტისთვის იბრძოლებენ

ტურინის იუვენტუსი მადრიდის რეალს და მანჩესტერს შეუერთდა და მზად არის, 18 წლის სპორტინგის მარცხენა მცველის, ნუნო მენდეშის ტრანსფერისთვის იბრძოლოს.

18 წლის ფეხბურთელმა ასაკის მიუხედავად სპორტინგის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხა და მის ანგარიშზე სასტარტო შემადგენლობაში უკვე 10 მატჩია.

მენდეშის შესანიშნავი თამაში უყურადღებოდ არც ევროპის გრანდებს გამორჩენიათ და ზაფხულში მისი ტრანსფერისთვის რამდენიმე გრანდი ემზადება.

ფეხბურთელმა სპორტინგთან 5-წლიანი კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროა.