Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი მაკკენის გამოისყიდის

ერთდროულად რამდენიმე იტალიური წყარო ამტკიცებს, რომ იუვენტუსი უესტონ მაკკენის საბოლოოდ გამოისყიდის, რის სანაცვლოდაც ტურინელები 18.5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ამერიკელი ფეხბურთელი იუვენტუსს გასულ ზაფხულს შალკედან, 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იჯარის წესით შეუერთდა.

იუვენტუსს 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გადასახდელი 18.5 მილიონის დაფარვა 3 წლის განმავლობაში მოუწევს და მიღწეული შედეგების მიხედვით, ამ თანხას შესაძლოა 7 მილიონი დაემატოს.

აქვე მოგახსენებთ, რომ მაკკენი 2020 წლის ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.