Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მაკკენის გაყიდვას გეგმავს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის უესტონ მაკკენის 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

22 წლის ფეხბურთელი ბიანკონერიმ შალკედან საერთო ჯამში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ მას შემდეგ გაიფორმა, რაც ამერიკელმა ფეხბურთელმა იჯარის დროს თავი საუკეთესო კუთხით წარმოადგინა და ტურინელებმა მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მაკკენიმ იუვესთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა ბოლო პერიოდში ტრავმების და ტაქტიკური პრობლემების გამო მაკკენის პროგრესი შენელდა და ფინანსური სირთულეების გამო, იუვე მის გაყიდვას არ გამორიცხავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მაკკენის ტრანსფერით არაერთი ინგლისური გუნდი ინტერესდება და თუ იუვე ფინანსური წლის ბოლომდე, ანუ 30 ივნისამდე შესაბამის წინადადებას მიიღებს, ამერიკელი ტალანტი გუნდს დატოვებს.

გათიშვა