იუვენტუსი მანდრაგორას არ გამოისყიდის
იუვენტუსს უდინეზედან 23 წლის იტალიელი ნახევარმცველის, როლანდო მანდრაგორას 26 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ, ბევრი ვარაუდობდა, რომ ბიანკონერი ამ პუნქტის ამოქმედებას გეგმავდა.
თუმცა, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბიანკონერის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და აცნობა, რომ იუვე მის შეძენას არ აპირებს. იუვენტუსს მანდრაგორას გამოსყიდვა სეზონის ბოლომდე შეეძლება და არ არის გამორიცხული, ის ტურინულ გრანდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდეს.