Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მანდრაგორას სანაცვლოდ 9 მილიონს მიიღებს

იტალიელი ნახევარმცველის როლანდო მანდრაგორას ტრანსფერს იუვენტუსიდან ტორინოში გაოფიციალურებაღა აკლია, რის სანაცვლოდაც ბიანკონერი 9 მილიონ ევროს მიიღებს.

24 წლის ფეხბურთელი ტორინოს რიგებს მიმდინარე სეზონის სტარტზე, 1-წლიანი არენდით შეუერთდა და მის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, თუ ტორინო სერია ა-ში ადგილს შეინარჩუნებს, გრანატას მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

ტორინოს სერია ა-ში ადგილი უკვე განაღდებული აქვს და უახლოეს დღეებში ტურინული გუნდები ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.