Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მანჩესტერის კიპერის დამატებას ეცდება

ჯიჯი ბუფონის იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, ბიანკონერი მეორე კიპერის ძიებას განაგრძობს და მათ რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა.

The Athletic-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერის არგენტინელი კარის დარაჯის სერხიო რომეროს გაფორმებას შეეცდება, რომელსაც წითელ ეშმაკებთან მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ბიანკონერის 34 წლის ფეხბურთელის დამატების საშუალება სრულიად უფასოდ ექნება.

იუვენტუსის გარდა, ფეხბურთელის გაფორმებას სელტა ვიგო და ევერტონი ცდილობენ, თუმცა ამ ეტაპზე ფავორიტად ევერტონი მიიჩნევა, რომელიც რომეროს ადგილს ძირითად შემადგენლობაში ჰპირდება.